თეგებით ძიება
23. 10. 2020 მსოფლიო

"თურქეთს რუსეთის მსგავსად აქვს ყველანაირი უფლება, მონაწილეობა მიიღოს ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში"- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას, ისევე როგორც რუსეთს, გააჩნია უფლება, მონაწილეობა მიიღოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში.

„თუ რუსეთს სურს, რომ მიიღოს მონაწილეობას ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში, მაშინ თურქეთიც თვლის, რომ მასაც არანაკლები უფლება გააჩნია იმავე სახის მონაწილეობა მიიღოს. ჩემამდე არ მოსულა ნეგატიური პოზიცია რუსეთის მხრიდან ამ საკითხთან მიმართებით“- განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფმა ვერ მოახერხა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში სერიოზული შედეგისთვის მიეღწია.

„ჩვენ ვაგრძელბთ მუშაობას რუსეთთან ერთად სირიისა და ლიბიის საკითხებზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ სწორი ნაბიჯების გადადგმას ყარაბაღთან დაკავშირებით და საბოლოოდ მოვაგვარებთ ამ პრობლემას“ .

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი უკვე 26-ე დღეა რაც გრძელდება და ამ დრომდე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს საბრძოლო შეტაკებები.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა