თეგებით ძიება
26. 10. 2020 COVID - 19

ბოლო 24 საათში საქართველოში მხოლოდ 5 692 პისიარ ტესტი ჩატარდა - რას პასუხობს ამირან გამყრელიძე?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 26 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში 5 692 პირს ჩაუტარდა პისიარ ტესტირება - ეს რაოდენობა კი სხვა დღეებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.
თუ 24 ოქტომბერს ჩატარებული პისიარ ტესტების რაოდენობა 8 619 იყო, ხოლო წინა დღით - 8 463, 25-26 ოქტომბერს ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შეცოტავდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, სხვაობა დასვენების დღეებით იყო გამოწვეული - შაბათ-კვირას ნაკლები მიმართვიანობაა და, შესაბამისად, ნიმუშების ნაკლებ რაოდენობას იღებენ.

თუმცა, გასულ კვირას - 18 ოქტომბრის მონაცემებით, ნიმუშები აიღეს 9 888 პირისგან. ზუსტად იგივე რაოდენობის პისიარ ტესტი ჩატარდა წინა დღითაც - შაბათს.

რაც შეეხება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტს, რომელსაც 23 ოქტომბრიდან პისიარ ტესტთან ერთად დიაგნოსტიკისთვის იყენებენ, ამირან გამყრელიძის თქმით, ყოველდღიურად საშუალოდ 1500-მდე ტესტი ტარდება.

თუ ჩატარებულ პისიარ ტესტებს, სწრაფ 1 500 ტესტსაც დავუმატებთ, გამოდის, რომ დადებითობის მაჩვენებელი, დაახლოებით, 25% იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ქვეყანაში 850 ათასზე მეტი ტესტია ჩატარებული. ეს ნიშნავს, რომ 100 000 მოსახლეზე 22 ათასზე მეტს ტესტი ჩაუტარდა. 851 829 ტესტის დადებითობის მაჩვენებელი, ცენტრის თქმით, 3.5%-ია. ამ მოანცემებშ იგულისხმება, ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე არსებული მონაცემები.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა