21 წლის ბიჭი, რომელმაც კოვიდსასტუმრო გუშინ დატოვა მოულოდნელად გარდაიცვალა - რა მოხდა რუსთავში
21 წლის ახალგაზრდა, რომელმაც თბილისის ერთ-ერთი კოვიდსასტუმრო გუშინ დატოვა, დღეს რუსთავში მოულოდნელად გარდაიცვალა.
ახლობლების თქმით, ახალგაზრდა მეგობართან იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად ეზოში გონება დაკარგა და სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
წყარო:newposts.ge