თეგებით ძიება
27. 10. 2020 COVID - 19

"ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია - ცერცვაძე

"ლოკდაუნის" გარეშე ინფიცირების შემცირება ძნელია - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, მთავრობა უარს ამბობს "ლოქდაუნზე" და ამ გზით შეგნებულად წავიდა.

„რა გზით ვიაროთ? ორი გზა გვაქვს, რომ წავიდეთ. ერთი - დავუბრუნდეთ ჩაკეტვებს, კარანტინს და იმ ღონისძიებებს, რომელიც ერთხელ უკვე გამოვცადეთ გაზაფხულზე და რომელსაც ქვეყნების უმრავლესობა განიხილავს. მათ ნაწილობრივი „ლოკდაუნები“ უკვე შემოიღეს. ჩვენი მთავრობა ჯერჯერობთ ამაზე უარს ამბობს და მეორე, უარი ვთქვათ „ლოკდაუნზე“, ამით შეგნებულად წავიდეთ გაზრდილ რაოდენობაზე, რადგან „ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია. მართალია, ინტენსიური ღონისძიებები და წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ მაინც ძნელია „ლოკდაუნის“ გარეშე ინფიცირების ამ დიდი რაოდენობის მოკლე დროში შემცირება. მთელი დარტყმა თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ, კლინიკურმა სექტორმა. ეს გაზრდილი რაოდენობა ისე უნდა ვმართოთ, მოსახლეობას არ შეექმნას დისკომფორტი, თუნდაც იმ დოზით, რომელიც თუნდაც დღეს ექმნება დაგვიანებების სახით, რომ სიკვდილიანობა ძალიან დაბალი იყოს“, - განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა