თეგებით ძიება

ესებუასთან დაკავშირებული საგა - "ჩამოშლილია მთლიანი სისტემა, ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს ქვეყანაში შსს და მთავრობაში ბიძინა ივანიშვილს"

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ზუგდიდში, ბანკის თავდასხმაზე დამნაშავის ვერ დაკავებას ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, დამნაშავის ვერ დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ როგორი ჩამოშლილია მთლიანი სისტემა, როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს ქვეყანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობაში ბიძინა ივანიშვილს.

„ესებუასთან დაკავშირებული საგა და დევნა ადამიანის, რომელმაც გაიტაცა ბანკი, გაიტანა ფული, აიყვანა ტყვეები და ამ დღეების განმავლობაში მისი ვერ დაკავება არის სერიოზული მანიშნებელი იმისა, თუ როგორი ჩამოქცეულია სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ვერ ართმევს თავის მოვალეობებს თავს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვერც პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

შეფასება, რომელიც გაკეთდა ამ საქმესთან დაკავშირებით არის ამის კარგი მეტყველი, ასევე ისიც, რომ ინფორმაცია ჟონავს მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან, ასევე ის, რომ პრაქტიკულად მათ უწევთ მედიაზე თავდასხმა და ოპოზიციურად განწყობილ ტყვეებზე თავდასხმა, კარგად მეტყველებს იმაზე, როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს ქვეყანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და ზოგადად, მთავრობაში ბიძინა ივანიშვილს.“ - განაცხადა კაპანაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა