თეგებით ძიება
27. 10. 2020 COVID - 19

კორონავირუსით გარდაცვლილი 23 პაციენტიდან 9 თბილისს ეკუთვნის, 8 - აჭარას, 2 კი - იმერეთს - რა ვიცით ინფექციით დაღუპულ პაციენტებზე?

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ყველაზე მეტი - 9 პირი, თბილისს ეკუთვნის. სიჭინავას თქმით, გამოჯანმრთელდა 1 262 ადამიანი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12 632-მდე გაიზარდა.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი გამოვლენილი შემთხვევების შეადგენს 32 127-ს. როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღინიშნა, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობის ზრდის კუთხით და ამ მხრივ ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას დღესაც. კერძოდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1262 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა ჯამური მაჩვენებელი გაიზარდა 12632-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვყავს 23 გარდაცვლილი, მათ შორის, თბილისში - 9 ადამიანი, აჭარაში -8, იმერეთში -2, შიდა ქართლში -2, ხოლო მცხეთა -მთიანეთში 2 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა,“- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა