თეგებით ძიება
27. 10. 2020 COVID - 19

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში 8 დღით განთავსდებიან

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, თვითიზოლაციაში 8 დღით განთავსდებიან. მათივე განმარტებით, ეს შემდეგი წესის შესაბამისად მოხდება: „უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც დაექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას. ასევე, თუ პირი ვერ წარმოადგენს PCR ტესტს, დაექვემდებარება სავალდებულო წესით საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.

„საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან: საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები – მათ სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ლატვიის რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის და ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, თუ საქართველოში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან“-აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

აღნიშნული წესი არ ეხება უცხოელ სტუდენტებს, მათთვის სავალდებულოა 12 დღიანი კარანტინი საკუთარი ხარჯებით.

„მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12 დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით“,-აღნიშნავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა