ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Рес-ი ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კოჩიევას განცახდებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსზე ტესტი 132 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 64-ის პასუხი დადებითი იყო.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში ეპიდსიტუაცია რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გაუარესდა. მათი მონაცემებით, 15 სექტემბრიდან დღემდე რეგიონში 533 ადამიანი დაინფიცირდა, 2 პაციენტი კი - გარდაიცვალა.
წყარო:newposts.ge