ვინ იყო კოვიდსასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაცვლილი 21 წლის ბიჭი
26 ოქტომბერს კოვიდსასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაცვლილი 21 ბიჭი, ახალგაზრდულ ანსამბლ "თუთარჩელას" სოლისტი ნიკოლოზ მედოიძე იყო.
სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის განცხადებით, ნიკა მედოიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო.მათი ცნობით, მომღერალი 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინე სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ მას კოვიდინფექცია პი-სი-არ ტესტით დაუდგინდა, რის შემდეგაც მისი მეთვალყურეობა კოვიდსასტუმროში გაგრძელდა. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს ნიკა მედოიძე ჯანმრთელი გაეწერა კოვიდსასტუმროდან. ახალგაზრდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერებაგახდა. სამედიცინო ექსპერტიზის ზუსტი პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
წყარო:newposts.ge