თეგებით ძიება

როგორ გავიგოთ საჭიროებს თუ არა ჩვენი იმუნიტეტი გაძლიერებას და როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი სახლის პირობებში?

სანამ იმუნიტეტის ამაღლებაზე ზრუნვას დავიწყებთ, გავარკვიოთ, ნამდვილად გვჭირდება თუ არა ამის გაკეთება?

დასუსტებული იმუნიტეტის ნიშნებია:
- საერთო სისუსტე
- ხშირად გაცივება
- დაღლილობის შეგრძნება
- შრომისუნარიანობის დაქვეითება
- ძილის დარღვევა

თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ, საჭიროა ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და იმუნიტეტის ამაღლება.

ჯერ გავარკვიოთ, რომელი უარყოფითი ფაქტორები მოქმედებენ იმუნიტეტზე. ძირითადად, ესაა არასწორი ცხოვრების წესთან დაკავშირებული გარემოებები: დაუბალანსებელი კვება, რომელიც ვიტამინების დეფიციტს იწვევს, ხშირი გადაღლა, დეპრესია და ნერვიულობა, ცუდი ძილი, ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა ჭარბი ალკოჰოლის მიღება, ნარკოტიკები, სიგარეტი, ჯანმრთელობისთვის საზიანო პირობებში მუშაობა.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, არსებობს გარკვეულ დაავადებასთან დაკავშირებული მიზეზები: სისხლის უჯრედებთან დაკავშირებული პათოლოგიები: ლეიკოზი, ლიმფომა, ღვიძლის დაავადებები, სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.

იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზი შეიძლება გახდეს ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღება, მძიმე ოპერაცია და ნაწლავური პარაზიტები.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ადამიანის იმუნიტეტზე დამანგრეველ ეფექტს ახდენენ და ხშირ ავადმყოფობას იწვევენ. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ ვიცოდეთ როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი სახლის პირობებში.

დავიწყოთ იმით, რომ ჯანმრთელი იმუნური სისტემისთვის საჭიროა შევამციროთ ცხარე და ცხიმიანი კერძების მიღება. შევამციროთ ან საერთოდ უარი ვთქვათ დიდი ოდენობით შაქრისა და კოფეინის მიღებაზე და ხშირად მივირთვათ პროდუქტები, რომლებსაც ორგანიზმის დამცავი რეაქციის გაძლიერება შეუძლიათ.

ასეთი პროდუქტებია:
ნიორი, ხახვი, ყაბაყი, გოგრა, სტაფილო, ჭარხალი, პომიდორი, მწვანილი, რძის პროდუქტები, ციტრუსები, კივი, მარწყვი, ატამი, ვაშლი, ზეითუნის ზეთი, თევზი, ზღვის კომბოსტო, თაფლი და სხვა.

ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტების ხშირი გამოყენებით შესაძლებელია იმუნური სისტემის გაკაჟება.

სწორი კვება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს და იმუნიტეტს აძლიერებს, ამიტომ აუცილებელია კვებით რაციონში დავამატოთ მეტი ხილი და ბოსტნეული, რძის პროდუქტი, ნაკლებად ცხიმიანი ხორცი და სხვა.

გახსოვდეთ, რომ ყველაზე სასარგებლო პროდუქტებიც კი ვერ შეძლებენ იმუნიტეტი აუმაღლონ ადამიანს, რომელიც ბევრს ეწევა და ალკოჰოლს ხშირად მოიხმარს.
ცალ-ცალკე განვიხილოთ, რომელი პროდუქტი როგორ ეხმარება ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებაში:

ხახვი - ეხმარება ორგანიზმს მიკრობებთან ბრძოლაში, ებრძვის სიმსივნის გამომწვევ უჯრედებს და იმუნიტეტს აძლიერებს.

ნიორი - ორგანიზმს სტრესის შემდეგ ძალების აღდგენაში ეხმარება, წმენდს ღვიძლს და ებრძვის ანთებებსა და სიმსივნურ წარმონაქმნებს.

ჯანჯაფილი - უამრავ ვიტამინს და მინერალს შეიცავს, რომლებიც იმუნური სისტემის სწრაფად გაძლიერებაში გვეხმარებიან.

თაფლი - ყოველდღიურად ერთი კოვზი თაფლიც კი საკმარისია, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსების მიმართ გამძლე გახდეს.

ვიტამინი С, რომელსაც შეიცავს ლიმონი, ასკილი, ფორთოხალი და შავი მოცხარი იმუნიტეტს ამაღლებს.

თაფლი, ლიმონი, ნიორი და ჯანჯაფილი - იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის ყველაზე მთავარი პროდუქტებია.

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების გარდა, არსებობენ ხალხური, ბალახეული ნაყენები, რომლებიც იმუნიტეტის გაძლიერებას ეხმარებიან. სასურველია, რომ მათ გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ.

1. კაკლის ფოთლები ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 500 მლ. მდუღარე წყალი და 10 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ დღეში 80 მლ. ოდენობით მიირთვით.

2. 250 გრ. ხახვი წვრილად დაჭერით და 200 გრ, შაქარში აურიეთ. დაასხით 500 გრ. წყალი და დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათი ადუღეთ. გაცივების შემდეგ შეურიეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და გაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა