თეგებით ძიება
28. 10. 2020 COVID - 19

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსით ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ, ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 253-ს შეადგენს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 197 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 507 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 022 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 344-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 262 პაციენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა