31 ოქტომბერს, ეს რეჟიმი დაამათვრებს თავის 8 წლიან არსებობას და ქვეყანაში მოხდება გარდამტეხი ცვლილებები - კაპანაძე
ევროპულმა საქართველომ დღეს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოსახელობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძსი თქმით, 31 ოქტომბერს გაივლება ხაზი განვითარებასა და ჭაოში დარჩენას შორის, ერთპიროვნულობასა და მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას შორის და ამ ყველაფერს გადაწყიტავს ქართველი ამომრჩეველი.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი დაანახებს ყველას, რომ ივანიშვილის რეჟიმის დრო ამოიწურა.
„ასე ხდება, როდესაც ხელისუფლება არ უსმენს ხალხს და მარტო თავის თავს უსმენს, როდესაც ხელისფლება უსმენს მარტო ერთ ადამიანს, როცა ფიქრობს მარტო თავის თავზე, როცა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, ასე ხდება და ასე იკრიბება ბევრი ადამიანი ბევრ ადგილზე და გამოხატავს თავის ბრაზს და იმედს, რომ ეს ხელისუფლება დამარცხდება და ეს ხდება ეხლა აქ, რესპუბლიკის მოედანზე.
მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა მანამ, სანამ ჩვენ ყველა დავიწყებთ ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის და ქვეყანას წავიყვანთ წინ. რამდენიმე დღეში, ჩვენ, ევროპული საქართველო აუცილებლად დავიწყებთ ეფექტიან ბრძოლას პანდემიის წინააღმდეგ ამ ხელისუფლებისაგან განსხვავებით.
სულ რამდენიმე დრეში, 31 ოქტომბერს, ეს რეჟიმი დაამათვრებს თავის 8 წლიან არსებობას და ჩვენ აუცილებლად წავალთ წინ.
ჩვენი ამოცანა იქნება სიღარიბესთან, უმუშევრობასთან და კრიმინალთან ბროლა. ჩვენი ამოცანაა, რომ ავაშენოთ ინსტიტუტები და ეს ბოღმა, ღვარძლი, დაყოფა, გათითოკაცება, რომელიც ივანიშვილმა მოიტანა, დავასრულოთ.
ამ ყველაფერს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რათა გაივლოს ხაზი განვითარებასა და ამ ჭაობს შორის, ერთპიროვნულობასა და მრავალპარტიულ, დემოკრატულ მმართველობას შორის, გაივლოს ხაზი იმ უსამართლობას შორის, რომლის განსახიერებაცაა ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომლებიც ციხეში სხედან სულ ტყუილ უბრალოდ.
ივანიშვილის დრო ამოიწურა და ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს ამას დაანახებს ყველას.“ - განაცხადა კაპანაძემ.
წყარო:newposts.ge