თეგებით ძიება

სპეცუბნები და დამატებითი რეგულაციები - ენმს მოთხოვნა ცესკოს

საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელ თამარ კორძაიას განცხადებით, ბლოკო ითხოვს ცესკომ განმარტებები მისცეს საარჩევნო ადმინისტრაციას კეთილსინდისიერად განმარტონ თითოეული ბიულეტენის ნამდვილობის საკითხი.
"საგანგებო რეჟიმში ვთხოვთ, რომ მიიღოს დამატებითიბ რეგულაციები , განმარტებები მისცეს საარჩევნო ადმინისტრაციას კეთილსინდისიერად განმარტონ თითოეული ბიულეტენის ნამდვილობის საკითხი. პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში თითოეულ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ სულ ვსაუბრობთ კოვიდინფიცირებულთა სპეცუბნებზე, მაგრამ ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ყოველთვის გვქონდა სამხედროების და პოლიციელების სპეცუბნები. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ განცხადება ამ სიებთან დაკავშირებით, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია არ გვაძლევს ამ სიებს და ეს პროცესიც მიდის სრულიად გაუმჭვირვალედ. არ ვართ დარწმუნებული, რომ სამხედრო და სპეცუბნებზე მყოფი პირების მონაცემები სამაგიდო სიაში სწორად იქნება ასახული და მითითებული, რომ ისინი გადაყვანილი არიან სპეცუბნებში."

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა