თეგებით ძიება
28. 10. 2020 მსოფლიო

მინდა ამ შაბათს ქართველი ხალხის მაღალი საარჩევნო აქტივობა ვიხილო - აშშ-ის ელჩი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბრისას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მნიშვნალოვაანი გზავნილი გააჟღეღა და თქვა, რომ სურს შაბათს

ქართველი ხალხის მაღალი საარჩევნო აქტივობა იხილოს:
"ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ააშენოს ძლიერი, ერთიანი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს ჩვენი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობაა. მინდა ვნახო საქართველოს არჩევნებზე კანდიდატები, რომლებიც ხსნიან, თუ როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდის სტიმულირება. ვისურვებდი დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ორ ნაწილად ყოფს და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისერ აგენტებს, რომ დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნების მეორე დღეს. მინდა, ამ შაბათს ქართველი ხალხის მაღალი საარჩევნო აქტივობა ვიხილო", - ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში.

არჩევნების კოვიდ პანდემიის პირობებში ჩატარებასთან დაკავშირებით, კელი დეგნანმა ხალხს მოუწოდა, ატარონ ნიღაბი, დაიცვან სოციალური დისტანცია და მივიდნენ არჩევნებზე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა