კობახიძის საჯარო პირობა - მელიას, ხაბეიშვილის ან ბოტკოველის გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკიდან წავალ
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი პირობას დებს, რომ ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილის ან გიორგი ბოტკოველის გამარჯვების შემთხვევაშინ პოლიტიკიდან წავა.
კობახიძის განცხადებით, ტელეკომპანია მთავარმა "გაყალბებული" მონაცემები გამოაქვეყნა.
საუბარია იფსოსის კვლევის შედეგებზე.
"ე.წ. იფსოსის კვლევის მიხედვით თითქოს მელია, ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს პირველივე ტურში. მე მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, ჩვენი სამი კანდიდატიდან - კობიაშვილი გლდანში, სუბარი სამგორში და ქადაგაშვილი თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის ოლქში - თუ რომელიმე მათგანმა ვერ მოიგო არჩევნები, მე წავალ პოლიტიკიდან",- თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს, მაშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა დატოვოს თანამდებობა.
"რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, მოდით შევთანხმდეთ რომ ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან. ის ამაზე ვერ წამოვა, რადგან მხდალი ადამიანია და ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.