თეგებით ძიება

თუკი ხელისუფლების მხრიდან იქნება არჩევნების გაყალბების მასიური მცდელობა, საარჩევნო სუბიექტები ვიმსჯელებთ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე - გოგორიშვილი

ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ქართულ ოცნებას ჰგონია, რომ შეზღუდული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ფონზე, შეძლებენ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით არჩევნების გაყალბებას.
გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ქართულ ოცნების მხირდან მასიური გაყალებების შემთხვევაში, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, საარჩევნო სუბიექტებიც იმსჯელებენ არჩევნების ლეგიტიმურობაზე.

„ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ რადგან საერთაშორისო დამკვირვებლები არ ჩამოვიდნენ დიდი რაოდენობით და საკმაოდ შეზღუდულია საერთაშორისო მისიები, მათ რატომღაც აქვთ ილუზია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს აღარ აქვთ დეტალური ინფორმაცია საქართველოში, თითოეულ ოლქში, თითოეულ სოფელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

როგორც ჩანს, ვერ ხვდებიან, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და არის ძალიან მარტვივი საშუალებები, რომ ყოველდღიური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დარღვევის შესახებ და პირადად მეც, ჩემი მეგობრებიც და ევროპული საქართველოს ყველა კანდიდატი ვართ ჩართული ამ პროცესში, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს ყოველდღიურად ვუგზავნით ყველა ფაქტს, ყველა დარღვევას და თუ ნახეთ თქვენ შუალედური ანგარიშები საერთშორისო ორგანიზაციების, ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი უკვე არის ანგარიშში ასახული და რათქმაუნდა, აისახება საბოლოო ანგარიშშიც. გააჩნია რა მასშტაბებს გაწვდება ქართული ოცნება.

რათქმაუდნა, თუკი გაყალბებები იქნება ბევრ ადგილას და იქნება მასიური, არამარტო საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ საარჩევნო სუბიექტებიც ვიმსჯელებთ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე.“- განაცხადა გოგორიშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა