ვლადიმერ ზელენსკი საკადრო წმენდას იწყებს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადდიმერ ზელენსკის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი ტროფიმოვის თანამდებობიდან გათავისფლება სურს.
"Universe News" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტროფიმოვის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ადგილობრივ არჩევნებში უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტიის მარცხია.
ჩატარებული ეგზიტპოლების მონაცემებით, პრეზიდენტის პარტიამ “ხალხის მსახური”, უკრაინის 9 დიდი ქალაქიდან 7 წააგო.
უკრაინის დედაქალაქში მერის, ვიტალი კლიჩკოს პარტია ლიდერობს ხმათა 50 პროცენტით.
უკრაინაში ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ერთერთი გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის 70% ამბობს, რომ უკრაინა არასწორი მიმართულებით მიდის.