გაუქმებული რეისი არჩევნების წინ - საქართველოში უკრაინელ დამკვირველბელბს არ უშვებენ
საქართველოში უკრაინელ დამკვირველბელბს არ უშვებენ - დელეგაცია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა ჩამოფრენილიყო, რეისის გაუქმების გამო ქვეყანაში ვეღარ ჩამოდის.
უკრაინული „რადას“ ჟურნალისტებსა და დეპუტატებს საქართველოსგან ფორმალური თანხმობა ჰქონდა მიღებული, რათა არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით ჩამოსულიყვნენ. მათი 50 კაციანი ჯგუფი კი გვიან ღამემდე აეროპორტში იცდიდა, საბოლოოდ კი ფრენა გაუქმდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ ფაქტს მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გასაყალბებლად ყველაფერს აკეთებს.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, მომხდართან დაკავშირებით ის განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
გუშინ კი „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა უკრაინელი დეპუტატების საარჩევნოდ ჩამოსვლა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში რევოლუციის ექსპორტად შეაფასა.
წყარო:newposts.ge