თეგებით ძიება
02. 11. 2020 მსოფლიო

თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა

კარგი ამბავი - თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 3 წლის ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ცნობისათვის, თურქეთში, 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა