გერმანიაში ნაწილობრივი კარანტინი ამოქმედდა
გერმანიაში დღეიდან ოთხკვირიანი ნაწილობრივი კარანტინი ამოქმედდა. დაიხურა რესტორნები, კაფეები და ბარები, ასევე სპორტდარბაზები და აუზები.
მოქალაქეებს მოუწოდებენ, სოციალური კონტაქტები მინიმუმამდე შეამცირონ. ღიაა სკოლები და მაღაზიები, ეკლესიებში დასაშვებია მსახურება, ასევე ნებადართულია საპროტესტო აქციების გამართვა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 12 097 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 545 027-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 49 კოვიდინფიცირებული. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 10 530-მდე გაიზარდა.