ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
20 შტატიდან მიღებული მონაცემების თანახმად, არჩევნებში ხმა 18.2 მილიონმა „დემოკრატმა“, 11.5 მილიონმა „რესპუბლიკელმა“ და 8.8 მილიონმა დამოუკიდებელმა(indipendent) ანუ არც ერთი პარტიის მომხრე მოქალაქემ მისცა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, ბევრმა ადამიანმა აშშ-ში ხმა ფოსტის საშუალებითაც მისცა.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, აშშ-ის მასშტაბით ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 10%-ით უსწრებს.
წყარო: http://hotnews.ge