თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქული მხარის ცნობით, 6,6 ბალიანი მიწისძვრას 1 401 შედარებით სუსტი ბიძგი მოჰყვა, 44 მათგანი კი 4 მაგნიტუდაზე ძლიერი იყო.
სტიქიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 994-მდე გაიზარდა, მათგან 884 საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. 147 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს, მათგან 12 რეანიმაციაშია.
მიწისძვრის შედეგად დანგრეული 17 საცხოვრებელი კორპუსიდან, 12-ის ნანგრევებში მაშველებმა უკვე დაასრულეს მუშაობა.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ყველა დაზარალებული, ვინც საცხოვრებლის გარეშე დარჩა, ახალ ბინას მიიღებს.
საერთო ჯამში, თურქმა მაშველებმა ნანგრევებში 106 ადამიანი გადაარჩინეს.