ეს ამბავი ძალიან ცუდად დამთავრდება რეჟიმისთვის - ბოკერია მელიას შესაძლო დაკავებაზე
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ნიკა მელიას შესაძლო დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ქმედებით ოპოზიციას ვერ გააჩერებს და დააშინებს:
"ეს არის ავტორიტარული რეჟიმის რეაქცია. მსგავსი ამბები ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდება რეჟიმისთვის. ყველაფრის ფინალი იქნება ივანიშვილისთვის დრამატული დასასრული. ის ვერ გააჩერებს ვერც ოპოზიციის და ვერც საზოგადოების კრიტიკული მასის განწყობას - ქვეყანას ივანიშვილის არავინ დაუთმობს მისატაცემლად", - აცხადებს ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა პროკურატურის სასამართლოსადმი მიმართვა, სადაც ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნა გაჟღერდა.
წყარო:newposts.ge