ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა გიორგი რურუაზე - კაპანაძე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, გიორგი რურუაზე თავდასხმას ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, გიორგი რურუა არის მარტოობაში მყოფი პატიმარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ის სხვა პატიმრებს არ უნდა ხვდებოდეს. კაპანაძის თქმით, ეს შემთხვევა მიუთითებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა მასზე.
„ძალიან სამწუხარო თავდასხმა იყო, გუშინ რაც ვნახეთ ვიდეოში, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო ორგანიზებული, გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი რურუა, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც კონკრეტული პიროვნების, ივანიშვილის ტყვე არის, იმიტომ, რომ 8 მარტის შეთანხმების შემდრგ მან დაიტოვა რურუა ტყვედ, მას პირდაპირ მოუწყვეს თავდასხმა, იმიტომ, რომ ის პირობები, რომელშიც რურუა იმყოფება საპყრობილეში, არ გულისხმობს მის გადაკვეთას რომელიმე სხვა პატიმართან, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირინციპი მარტოობაში მყოფი პატიმრის და შესაბამისად, ჩვენ ვიდეოზე ვხედავთ როგორ იყო ის მარტო დატოვებული, კონკრეტულ ოთახში, როდესაც მასზე განხორციელდა თავდასხმა.
ამიტომ, ეს არის საკითხი, რაც საჭიროებს სამართლებრივ რეაგირებას, პირდაპირ ჩანს აქ დანაშაული და ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ არ გვჯერა, რომ ეს იქნება გამოძიებული, ეს ყველაფერი დამთავრდება მას მერე, რაც ხელისუფლება შეიცვლება და მათ შორის გიორგი რურუაც იქნება გამოხსნილი ამ ტყვეობიდან ჩვენს მიერ.“ - განაცხადა კაპანაძემ.
წყარო:newposts.ge