ყველას ვერ დაგვიჭერთ - ნინო ბურჯანაძის ღია მხარდაჭერა ნიკა მელიას
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პროკურატურის მიერ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მზად არის ოპოზიციის ლიდერსა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს გვერდით დაუდგეს:
"ნიკა მელიას სამაჯური იყო თავიდანვე უკანონო, ეს იყო თავიდანვე პოლიტიკური დევნა, უსინდისო გადაწყვეტილება პარლამენტისგან. ჩვენ ნიკა მელიას გვერდით დავუდგებით. რას იზამს, ყველას დაგვიჭერს? - თუ შეეცდებით მელიას დაკავებას, უარესი იქნება, მუხტი კიდევ უფრო აიწევა, დაჩქარდება პროცესები, ყველა ერთად გამოვალთ, თქვენ კი მოგიწევთ ძებნა, სად წახვიდეთ" - განაცხადა ბურჯანაძემ.
წყარო:newposts.ge