თეგებით ძიება

ჩამოყალიბდეს, თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა ან თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას - ბაქრაძე სააკაშვილზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის ტყუილ დაპირებებს ეფექტურად იყენებს ხელისუფლება.

„საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი გადის საქართველოზე და ბრძოლის ხაზს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ამ დარბაზში დღეს არიან შეკრებილები – ოპოზიციის ლიდერები, ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე წავიდნენ და ხმა არ მისცეს „ქართულ ოცნებას“ და ისინი ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ და მომავალშიც მიიღებენ მონაწილეობას.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენი პოზიცია მთელ საარჩევნო პერიოდში იყო ძალიან მკაფიო, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით და ვართ მისი პრემიერ-მინისტრობის და წინააღმდეგი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. მის ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებით – ეს არის პირადად მისი მისაღები გადაწყვეტილება, უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება, თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს ჩამოსვლას, მაშინ უკეთესი იქნება თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლება,“- განაცხადა ბაქრაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა