არ შევუწყობ ხელს სააკაშვილის პრემიერობას, მაგრამ არც ბიძინას თამაშში ჩავერთვები - ნინუ ბურჯანაძე
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არ შეუწყობს ხელს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას, მაგრამ არც ივანიშვილის თამაშში ჩაერთვება.
„არ შევუწყობ არავითარ შემთხვევაში ხელს ისეთ პროცესს, რომელიც სააკაშვილის პრემიერობას განაპირობებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის შიშით ბიძინას თამაშში ჩავერთვები და ამ პროცესებს გამოვეთიშები. მე სააკაშვილის მაშინ არ მეშინოდა, როცა ის ხელისუფლებაში იყო. ასე რომ, ვისაც ეშინია მისი ჩამოსვლის, ნაბიჯის ან განცხადების, იმან მიიღოს დამამშვიდებლები და იმან იფიქროს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.