ვნანობ, უფრო ადრე რატო არ მოვიხსენი ეს სამაჯური - ნიკა მელია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, ის ნანობს, რომ ელექტრო სამაჯური აქამდე არ მოიხსნა, რადგან მის მიმართ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები არასამართლებრივი იყო:
"ამ გადმოსახედიდან თუ რამეზე ვნანობ, ვნანობ უფრო ადრე რატო არ მოვიხსენი ეს სამაჯური. აღმოჩნდა, რომ არც ქვეყნიდან მიმალვას ვაპირებ, რითიც დაასაბუთეს, არც მოწმეებზე ზეწოლას მოვახდენ. თუ ისინი თვლიდნენ, რომ მე კანონი დავარღვიე, კანონს როდესაც არღვევ, კანონო უნდა აღასრულებინოს სახელმწიფომ და სახელმწიფომ თქვა, რომ მელიას სამაჯური არ უნდა ეკეთოს", - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ სასამართლოს მელიას დაკავების მოთხოვნით მიმართა, რადგან კვირას ჩატარებულ აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტროსამაჯური და "უარი თქვა ბიძინა ივანიშვილის ბიჟუტერიაზე", რითაც შოთაძის უწყება გაღიზიანდა. მოგვიანებით პროკურატურამ გადაწყვეტილება შეცვალა და პატიმრობის ნაცვლად 100 ათასი ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა.რაც შეეხება თავად სასამართლოს, მან მელიასთვის ყველა შეზღუდვის მოხსნა გადაწყვიტა, თუმცა გირაო 70 ათასი ლარით განუსაზღვრა.
წყარო:newposts.ge