ფიზიკური დაპირისპირება ხაშურში და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება - "ოცნების" მხრიდან რეპრესიები გრძელდება
რეგიონებში, სადაც მმართველმა პარტიამ ტოტალური მოსყიდვის და დაშინები მიუხედავად არჩევნები პირველივე ტურში მაინც ვერ მოიგო, ადგილობრივი თვიმმმართველობის მაღალჩინოსნებს ფიზიკურად უსწორდებიან და ზოგიერთ შემთხვევაში თანამდებობებიდან უშვებენ.
“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ,,ქართულმა ოცნებამ” პირველი იერიში ხაშურის მერზე მიიტანა. ხაშურელი სამოქალაქო აქტივისტის, ზაზა მეხრიშვილის განცხადებით, გიორგი გურასპაშვილი ,,ქართული ოცნების” შტაბში სცემეს და მოსთხოვეე თანამდებობიდან წავიდეს.
მისივე თქმით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა დუგლაძემ მიაყენა და მოსთხოვა რომ თანამდებობიდან წავიდეს. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ დუგლაძენ 50 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა და გამარჯვებისთვის ბრძოლა მეორე ტურში მოუწევს. ფაქტს ხაშურის მერი არ ადასტურებს თუმცა ის სამსახურში და “ქართული ოცნების” ოფისში არ უნახავთ.
წყარო:newposts.ge