ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი ლიდერობს
მთელი მსოფლიოს ყურადღება ამერიკის არჩევნებისკენაა მიპყრობილი. ამ დროის მონაცემებით დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ჯო ბაიდენს 64 561 133 ხმა აქ მოპოვებული, ხოლო მის კონკურენტს რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპს 63 115 425-მა ადამიანმა დაუჭირა უკვე მხარი. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი მონაცემებით, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მეტი მხარდაჭერა აქვს უშუალოდ ელექტორალურ ხმათა რაოდენობით, ეს შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი არჩევნებში გასამარჯვებლად.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობა პრეზიდენტს არ ირჩევს პირდაპირი წესით, ისე როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. ხალხი ხმას აძლევს მათთვის სასურველ წარმომადგენელს, თუმცა ისინი რეალურად ირჩევენ ამომრჩეველთა კოლეგიას, რომლებიც შემდეგ პრეზიდენტს ირჩევენ.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა კოლეგია მრავალი წლის წინ ამერიკის კონსტიტუციის თანახმად ჩამოყალიბებული უწყებაა, რომელშიც თავმოყრილია 538 წევრი- დელეგატი. იმისათვის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა მოიპოვოს ელექტორატის მხარდაჭერა კოლეგიაში უნდა მოიპოვოს 270 ხმა. აღნიშული კოლეგია შედგება შტატებში წარმომადგენლებისგან-დელეგატებისგან. ამა თუ იმ შტატის წარმომადგენელთა რაოდენობას ამომრჩეველთა კოლეგიაში მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრავს-ყველაზე მეტი ადამიანით დასახლებულ შტატს, კალიფორნიას 55 დელეგატი ჰყავს ამომრჩეველთა კოლეგიაში, ტეხასსა და ფლორიდას 29 და ა.შ...
ამჟამინდელი მონაცემებით , დონალდ ტრამპი ლიდერობს ისეთ შტატებში, რომელთა გამარჯვების შემთხვევაში ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი პოსტს შეინარჩუნებს- მას ამ ეტაპისთვის საკმარისი მხარდაჭერა აქვს იმისათვის, რათა 270-ზე მეტი დელეგატი ჰყავდეს საარჩევნო კოლეგიაში.
წყარო:newposts.ge