თეგებით ძიება

მოსყიდული ადამიანები და გაყალებებული არჩევნები, დაშანტაჟებულები სწორად ვერ დათვლიან მონაცემებს - ოპოზიცია ოქმების ხელახლა დათვლას ითხოვს

საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას წარმომადგენელ თამარ კორძაის განცხადებით, გარდა იმისა, რომ შემაჯამებელნოქმებში ბევრი დისბალანსია, არის გაყალბებული ხელმოწერებიც.

"ის, რაც არჩევნების დღეს და შემდეგ ხდებოდა, ენით აღუწერელია. დანაშაულებრივ ქაოსში ხელისუფლებამ ვერ გაასწორა მონაცემები და კობახიძის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ეს ადამიანური შეცდომებია, შეიძლება იყოს მართალი, რადგან დაშინებული და მოსყიდული ადამიანები, ასპროცენტიანი სიზუსტით ვერ დასვამდნენ ოქმებში გაყალბებულ მონაცემებს. ბლოკის მიერ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, შეტანილია 1216 საჩივარი. ესაა საარჩევნო უბნების 1/3. ჩვენ ვითხოვთ - იქ, სადაც ბიულეტენი ამოვიდა მეტი, ვიდრე ამომრჩეველთა რიცხვია, ვითხოვთ ხელახალ გადათვლას. დღეს ხელმოწერების გაყალბებაზე პროკურატურაში შეგვაქვს 20 საჩივარი. რადგან შესწორების ოქმსა და შემაჯამებელ ოქმებს შორის ვიზუალირი დათვალიერებითაც ნათლად ჩანს სხვადასხვა ხელმოწერები. ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს საბურთალოს 81-ე უბანი, სადაც შესწორების ოქმით ჩვენს ბლოკს 100 ხმა მოემატა. ჩვენთვის სულერთია ვის მოემატება, რადგან ამ პირობებში ნამდვილი არჩევანის გაკეთება შეუძლებელია. ისნის მე-14 უბანზე მოსული ამომრჩევლების რაოდენობაა 808, ხოლო ამოსული ბიულეტენის რაოდენობა 1154. შესწორების ოქმი გააკეთეს და მაინც 85 დაჯდა სხვაობა. როდესაც მოსული ამომრჩევლების რაოდენობაზე მეტი ამოდის ბიულეტენები, უბანი კანონის განახმად ბათილდება. თუმცა ახლა ხდება შემდეგნაირად - შესწორების ოქმში წერენ, რომ შეეშალათ მოსული ამომრჩეველთა რიცხვი და ასე ასწორებენ ბალანს. ეს დანაშაულია. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური არაა. "

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა