კობახიძე ისევ თავებს ითვლის - "ოპოზიცია მანამდე 200-ს კრებდა, ახლა 20 კაცზე არიან ჩამოსულნი\'
ირაკლი კობახიძე ისევ თავებს ითვლის - მისი განცხადებით, ოპოზიციის აქციაზე რუსთაველის გამზირზე 20 კაცი იყო შეკრებილი. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნი აცხადებს, რომ "20 კაცის შეკრება ნაციონალურ მოძრაობას არ უჭირს, რადგან მანამდე 200-ს კრებდნენ".
"ამასობაში მეგობრებმა მითხრეს, რომ სანამ კითხვა დასვით, აქცია დაშლილა და მანამდე 20 კაცი იყო შეკრებილი. 20 პროტესტანტის შეკრება ნაც. მოძრაობას არ უჭირს, მანამდე 200-ს კრებდნენ, ახლა 20 კაცზე არიან ჩამოსულნი", - განაცხადა კობახიძემ.
წყარო:newposts.ge