ჩრდილოეთ დაკოტას საკანონმდებლო ორგანოში Covid-19-ით გარდაცვლილი კანდიდატი აირჩიეს
ჩრდილოეთ დაკოტას მოსახლეობამ შტატის საკანონმდებლო ორგანოში, გარდაცვლილი რესპუბლიკელი დევიდ ანდელი აირჩიეს.
ანდელი Covid-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად დაახლოებით ერთი თვის წინ გარდაიცვალა, თუმცა, კანონმდებლობის შესაბამისად ის საარჩევნო ბიულეტენიდან არ ამოუღიათ.
Politico-ს ინფორმაციით, მან ამომრჩეველთა ხმების 36% მიიღო.
წყარო:newposts.ge