ხატზე დავიფიცებ, რომ კობახიძის გარემოცვიდან პარლამენტში შესვლაზე შემოთავაზება იყო - სანდრო ბრეგაძე
ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის გარემოცვიდან იყო პარლამენტში შესვლის შეთავაზება. ბრეგაძე "გორმულასთან" ამბობს, რომ ამის სანაცვლოდ ქართულ მარშს პროტესტი უნდა შეეწყვიტა.
"შემიძლია ხატზე დავიფიცო, იყო შემოთავაზება, რომ ქართული მარში თუ გაჩერდებოდა, რამდენიმე ათას ხმას წაგვამატებდნენ და ბარიერს გადაგვალახინებდნენ. რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადეთ. შემოთავაზება იყო ირაკლი კობახიძის უახლეოსი გარემოცვიდან. სულ რომ 10 კაცით შეგვიშვათ პარლამენტში, საჯაროდ ვდებ პირობას ვდებ, რომ ამ მანდატებს დავხევეთ და სანაგვეში გადავყრით. ეს არ არის პარლამენტი", - აღნიშნა ბრეგაძე.
მისი თქმით, ის პარლამენტში შესვლას არ პირებს.
ცნობისთვის, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ დღეს გააკეთა განცხადება და თქვა, რომ "ქვეყანა სანდრო ბრეგაძის და მიხეილ სააკაშვილის ასარევი".
კობახიძემ ამ რეპლიკით უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა მართალი სანდრო ბრეგაზის განცხადება, რომ მას შესთავაზეს ბარიერის გადალახვა, თუკი ხმების ნაწილს დათმობდა.
წყარო:newposts.ge