თეგებით ძიება

2021 – რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება წარმატებული თეთრი ხარის წელი?

2021 წელი ახლოვდება და ზოდიაქოს ნიშნებს აინტერესებთ რა ელით ფინანსებისა და კარიერის თვალსაზრისით თეთრი ლითონის ხარის წელს.

გთავაზობთ 2021 წლის ფინანსურ ჰოროსკოპს, ზოდიაქოს ყველა ნიშანისთვის.

ვერძი (21.03-20.04)
ვერძების ფინანსური და კარიერული მდგომარეობა ახალი წლის პირველივე დღეებიდანვე გაუმჯობესებას დაიწყებს.

კურო (21.04-21.05)
თეთრი ლითონის ხარის წელს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან გაუმართლებთ: ფული მდინარესავით მოედინება, ხოლო მათი საქმეში დაბანდება წარმატებული და დიდი შემოსავლის მომტანი იქნება.

ტყუპები (22.05-21.06)
თეთრი ლითონის ხარის წელს ამ ნიშნის წარმომადგენლებს აღმაფრენებიც ელით და დაცემაც, თუმცა წლის ბოლოს მაინც მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებით და ძვირადღირებული ნივთის შეძენასაც შეძლებთ, რასაც დიდი ხანია, გეგმავდით.

კირჩხიბი (22.06-22.07)
კირჩხიბებს ფინანსური თვალსაზრისით, სტაბილური წელი ელით. შესაძლოა, განძი ვერ იპოვოთ, თუმცა სიდუხჭირე რომ არ გემუქრებათ, უდავოა.

ლომი (23.07-23.08)
თუ 2021 წელს ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, ეს მხოლოდ თქვენი სიზარმაცის ბრალი იქნება. გახსოვდეთ, რომ მუშაობის ნაცვლად გართობა ხეირს არ დაგაყრით.

ქალწული (24.08-22.09)
არასტანდარტული აზროვნება და საქმის მიმართ პრაქტიკული დამოკიდებულება ქალწულებს ფინანსურ წარმატებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

სასწორი (23.09-22.10)
ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ფულისა და კარიერის თვალსაზრისით, ცვალებადი წელი იქნება. სასწორებო, ასტროლოგები გირჩევენ, რომ წლის დასაწყისში ძვირადღირებული შენაძენისგან თავი შეიკავოთ.

მორიელი (23.10-22.11)
მორიელები 2021 წელს შეძლებენ იმ გეგმების განხორციელებას, რომელზეც ადრე ძალა არ ჰყოფნიდათ.

მშვილდოსანი (23.11-21.12)
მშვილდოსნებს სავარაუდოდ, სამსახურის ან ბიზნესის სფეროს შეცვლა ელით. თუ გადაწყვიტეთ, რომ შემოსავლის საძებნელად სხვა ქალაქში ან ქვეყანაში უნდა წახვიდეთ, ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან.

თხის რქა (22.12-20.01)
თხის რქებისთვის ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული წლის დასაწყისი იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ახალი წლის პირველივე დღეებიდან ფულის შეგროვება დაიწყოთ. ნაკლები ხარჯეთ საჩუქრებსა და გართობაზე და ეცადეთ, რომ ეკონომიურად ცხოვრება ისწავლოთ.

მერწყული (21.01-19.02)
მერწყულებისთვის თეთრი ლითონის ხარის წელი არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყება. სურვილი გექნებათ, რომ სამსახური და პროფესიაც კი შეიცვალოთ. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, კრიზისის დაძლევაში ხელმძღვანელი ან გამოცდილი კოლეგა დაგეხმარებათ.

თევზები (20.02-20.03)
სამწუხაროდ, თევზებს ყველაზე არასტაბილური ფინანსური წელი ელით, თუმცა მშვიდი და პრაქტიკული თევზები ყველა პრობლემას ღირსეულად დაძლევენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა