მშობლების საყურადღებოდ - ღია სივრცეში პირბადის ტარება ბავშვებისთვისაც სავალდებულოა
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითდღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა და სანქციის დარღვევაზე პირი 20 ლარის ოდენობით ჯარიმდება.
როგორც, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ 6 წლის ზემოთ ბავშვებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა.
„ბავშვებისთვის პირბადის ტარება 6 წლის ზემოთ არის სავალდებულო. კანონის დარღვევის შემთხევაში ჯარიმდება ბავშვის მშობელი, ან მეურვე, ვინც ბავშვზეა პასუხისმგებელი“, – აცხადებენ უწყებაში.
წყარო:newposts.ge