თეგებით ძიება

"სიგიჟემდე მენატრება ჩემს მიწაზე ფეხის დადგმა, ჩემი ვენახი მენატრება" – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "ტვ პირველთან“ ემოციურად საუბრობს საქართველოსა და ახლობლებზე.

„სიგიჟემდე მენატრება ჩემს მიწაზე ფეხის დადგმა, ჩემი ვენახი მენატრება, ჩემი ახლობლები მენატრებიან“, – ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მას საქართველოში არც ერთი თანამდებობა და არც ერთი პოლიტიკური ამბიციის დაკმაყოფილება არ სურს.

„ყველანაირ ამბიციას გვერდზე ვდებ, მე მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ჩემს ქვეყანაში ჩამომესვლებოდეს, რა თქმა უნდა, მენატრება სიგიჟემდე ჩემს მიწაზე ფეხის დადგმა, ჩემი ვენახი მენატრება, ჩემი ახლობლები მენატრებიან, მაგრამ მე არ მინდა არც ერთი თანამდებობა, არ მინდა არც ერთი პოლიტიკური ამბიცია დავიკმაყოფილო საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა