მელია სამართალდამცავს: "გული მეტკინა, იმდენად უსუსურად გამოიყურებოდით... იარაღიანი ადამიანი უბანზე იდგა და მეუბნები, სათამაშო იარაღი ჰქონდაო"
თვითმხილველთა ინფორმაციით, გლდანში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას პროვოკაცია მოუწყვეს.
მაშინ, როცა მელია ოპიზიციის წევრებთან ერთად მოსახლეობას ხვდებოდა და კვირას 15:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა,ოპოზიციონერთან მოქალაქე მივიდა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ადგილზე მალევე გაჩნდნან პოლიციის მაღალჩინოსნები.
ნიკა მალიამ პოლიციელებს შორის ის სამართალდამცავი ამოიცნო, რომელიც პირველ ნოემბერს საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირიპირებას პირადად შეესწრო, თუმცა კანონის შესაბამისად არ იმოქმედა.
„ბატონი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვინმე მჟავია და კიდევ ვიღაც, რომლის გვარი აღარ მახსოვს, ყველა დარბევა რაც კი გლდანში ხორციელდებოდა, კადრებში ჩანდნენ, რომ იქ იყვნენ და არ აკავებდნენ. გული მეტკინა, კინაღამ ცრემლები წამომივიდა, იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ პოლიციელები და ახლა ეს პოლოციელი ამბობს, რომ დავით კვიჟინაძეს სათამაშო იარაღი ეჭირაო..."- თავა მელიამ და პოლიციელს მიმართა:
"ყველა დარღვევის უკან თქვენ იდექით, კადრები ნახეთ, მოძალადეებო. იარაღით რომ დარბოდნენ, რას აკეთებდით? იარაღიანი ადამიანი უბანზე იდგა და ხმას არ იღებდი. სათამაშო იარაღი იყოო, მეუბნები. ჩემი ქვეყანა მეცოდება“, - განაცხადა მელიამ.
ამაზე შსს-ს წარმომადგენელმა მელიას უპასუხა, რომ გლდანში არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია, ხოლო მოძალადეს "სათამაშო იარაღი" ეჭირა.
წყარო:newposts.ge