თეგებით ძიება

"ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილი სცენარია" - კობახიძე ოქმების გაყალბებასაც ოპონენტებს აბრალებს

ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე კობახიძე ოქმების გაყალბებასაც ოპონენტებს აბრალებს.

კობახიძეს თუ დავუჯერებთ სადაც ტექნიკური ხარვეზია და ოქმებში ბალანსი დარღვეულია, ეს ოპოზიციის "წინასწარ დაგეგმილი სცენარია".

"მათ ჰყავთ საკუთარი რეგისტრატორები, კომისიის წევრები. მათი ამოცანა იყო, რომ ხელი არ უნდა მოეწერინებინათ საკუთარი აქტივისტებისთვის. როგორც კი ერთი ხელმოწერა ვარდება, ბალანსი აღარ ჯდება.

მეორე მარტივი მანიპულაციაა ის, რომ როცა შენი აქტივისტი შედის კაბინაში, ის ბიულეტენს იდებს ჯიბეში და ბალანსი არ ჯდება. სადაც არის ტექნიკური ხარვეზი და ბალანსი დარღვეულია, ესაა [ოპოზიციის] წინასწარ დაგეგმილი რაღაც სცენარი, რომელიც განხორციელდა. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება 1-2 ხმის უზუსტობას და არა უმეტესს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა