თეგებით ძიება

ლანა გალდავა - ეს არ არის ადამიანური შეცდომა, ეს არის კრიმინალური აქტი და ყველა ვინც არჩევნები გააყალბა პასუხს აგებს

არჩევნების დროს დარღვევებზე ბრიფინგი გამართა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ.
მან საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და პარტნიორ ქვეყნებს მიმართა და დაფიქსირებულ ციფრებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა.

"აუცილებელია, მიაქციოთ ყურადღება ციფრებს და გაყალბების ხარისხს და მასშტაბს და ასევე ირაკლი კობახიძეს მივმართავ, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ეს არ არის ადამიანური შეცდომა, ეს არის კრიმინალური აქტი სახელწოდებით არჩევნები რაც მათ არ გაუვათ. საქართველოში ჩატარდება ახალი არჩევნები. რაც შეეხება დარღვევებს კონკრეტულად ისანში, გაყალბდა ტოტალურად. უბნებზე მოსული ამომრჩევლების რაოდენობა იყო 56 499, დაკარგული და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა არის 4452. აქედან პროპორციულ ნაწილში 149 დაკარგული 1530 ბათილი, მაჟორიტარულ ნაწილში 290 დაკარგული 24832 ბათილი მივიღეთ ბალანსი რომ მოსული არჩევნებიდან პროპორციულში ბათილი არის 3% მაჟორიტარულში 4.4%. დარღვევები და საჩივრები. სპეც უბნები. 78 უბანზე საერთოდ არ მიაცემინეს ხმა მაჟორიტარ კანდიდატზე, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა ყველაფერზე დაწერილია საჩივრები. 47 უბანზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თავად აღმოაჩინა კარუსელი და გააკეთა ახსნა-განმარტება, რასაც ჩვენ ისევ არ გვაძლევენ. 79 უბანში ისე იყო გაყალბებული ჩემი ხმები რომ ბოლოს თვითონვე დაამატეს 18 ხმა და ასახეს გუშინ ოქმში. დისბალანსი არის ყოველ მეორე უბანზე. ხელმოწერები არის აბსოლუტურად გაყალბებული. კრიტიკას რომ ვერ უძლებს ვერც ერთი ოქმი. ასევე, ჩვენ გვყავდა ერთ-ერთ კანდიდატი ისანში, რომელმაც მოხსნა თავისი კანდიდატურა და ის კვლავ დარჩა სიაში მისი ხმები არ გაბათილებულა და ეს ხმებიც არის მანიპულაციის საშუალება, ასეულობით საჩივარია მხოლოდ ისანზე .ამიტომაც ეს შედეგები ვერანაირად ვერ იქნება ლეგალურად ცნობილი,-"განაცხადა გალდავამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა