სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა
სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს ირინოესს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პატრიარქი ბელგრადში საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, როგორც ცნობილია, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.
მისი დაინფიცირება, სავარაუდოდ, მიტროპოლიტის დაკრძალვაზე მოხდა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა. სამგლოვიარო ცერემონიალს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, რომელთა დიდ ნაწილსაც პირბადე არ ეკეთა.
წყარო:newposts.ge