თეგებით ძიება

დღევანდელი ხელისუფლება და პოლიცია იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცევიან ხოლმე ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება თავისი არსებობის ბოლო დღეებში - კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, გუშინ, საოლქო კომისიებთან აქტივისტების დაკავებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, აქტივისტების დაკავება ვერ შეაჩერებს იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი გაყალბებული არჩევნების გამო და როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ამაზე ყველაზე კარგ პასუხს ხელისუფლება მიიღებს 8 ნომებერს, მასშტაბური აქციით.

ეს არის სრული აგონია, ჯერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არცერთი საჩივარი არ განიხილონ და არ დააკმაყოფილეს პრაქტიკულად არცერთი საჩივარი და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დაეწყოთ აქტივისტების დაკავება.

მათ თუ ჰგონიათ, რომ აქტივისტების დაკავებით გააჩერებენ იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც დღეს ქვეყანაში გაჩნდა გაყალბებული არჩევნების გამო, ძალიან ცდებიან და ყველაზე კარგი პასუხი ამაზე იქნება ის, რაც მოხდება 8 ნოემბერს, რამდენი ადამიანიც გამოვა კარგად დაინახავენ და იქნება ის პროტესტი, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ბრძოლა არ დამთავრდება წარმატებით და წარმატება ამ შემთხვევაში არის განმეორება ამ არჩევნების ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით და ხალხის ნების ასახვა საარჩევნო შედეგებში.

ყველა სხვა შედეგი არის მიუღებელი, იმიტომ, რომ არავის არ აქვს უფლება, განსაკუთრებით რუს ოლიგარქს, რომ ისე დაწეროს შედეგები, რომ ეს იყოს საწინააღმდეგო ქართველი ხალხის ნების.“- განაცხადა კაპანაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა