თეგებით ძიება
05. 11. 2020 COVID - 19

გახარია: ადამიანი, რომელსაც სიმპტომი უჩნდება, ტესტის პასუხის მიუხედავად, იზოლაციაში უნდა გადავიდეს

თვითიზოლაციაში მყოფმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ვირუსის სიმპტომების გამოვლისთანავე გადავიდნენ იზოლაციაში, იმის მიუხედავად, თუ როგორია მათი ტესტის პასუხი.

"ვფიქრობ, რომ ადამიანს როდესაც პირველი სიმპტომი უჩნდება, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა მას პოზიტიური ტესტი ან ტესტის აღება მოასწრო თუ არა, თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს მაშინვე. იმიტომ, რომ თვითიზოლაცია არის ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი გზა", — განაცხადა გახარიამ.

ასევე, მან მოუწოდა ჯანდაცვის მინისტრს, რომ მობილიზებული იყვნენ ოჯახის ექიმები, რადგან მეტ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება სახლში იმკურნალონ და არ გადაიტვირთოს ჯანდაცვის სისტემა.


წყარო:On.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა