თეგებით ძიება

გადაადგილება, ტრანსპორტი, ბაზრობების დახურვა — რა შეზღუდვებზე ფიქრობს მთავრობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

"ეს, შესაძლოა, იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, როგორიცაა, მაგალითად, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა — შესაძლოა იყოს, უქმე დღეებში ან კვირის რომელიმე კონრეტულ ღეში, ან სხვადასხვა დასახლებაში. ასევე, როგორიცაა ტრანსპორტის შეჩერება; დიდი სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების მუშაობის შეჩერება", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმით, შეზღუდვების ხანგრძლივობა და ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება კონკრეტულ დასახლებაში.


წყარო:On.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა