თეგებით ძიება
05. 11. 2020 COVID - 19

"5 ყველაზე უაზრო "ქართული" რეგულაცია პანდემიის ფარგლებში "- გურამ შეროზია რეგულაციებზე

ბლოგერი გურამ შეროზია,სოციალურ ქსელში, ფეისბუქის პირად გვერდზე, აქვეყნებს რეგულაციების ნუსხას, რომელსაც უაზროს უწოდებს.
"5 ყველაზე უაზრო "ქართული" რეგულაცია პანდემიის ფარგლებში:

1. ბაღების და დაწყებითი კლასების "დახურვა". ყველა სხვა ქვეყანაში - განათლება პრიორიტეტია, აქ კიდევ - პირველი სკოლები და ბაღები დაიკეტა, აღარავინ დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვია განვითარება, კომუნიკაცია, ა.შ.

2. ერთი ოჯახის წევრების რაოდენობის შეზღუდვა მანქანებში - გახსოვთ გაზაფხულზე? ცოლ-ქმარი სა 1 შვილი ერთად, მეორე და მესამე შვილები მანქანას ფეხით რომ უნდა გამოკიდებოდნენ?

3. რესტორნების მუშაობის შეზღუდვა ღამის 10 საათის შემდეგ. მართალია, 22:00-დან თურმე ასმაგად მძვინვარებს კორონა.

4. ცარიელ ქუჩებში, მარტო როცა მიდიხარ - პირბადის ტარება. რა ვიცი აბა, გაჩერებები და აქციები მესმის, მაგრამ როცა მარტო მიდიხარ უზარმაზარ ქუჩაზე? ჯანმრთელობისთვის ჟანგბადის შეზღუდვა კარგი ჰგონიათ? აღარ დავიწყებ, რომ 3 საათში ერთხელ უნდა შეცვალო, ხარჯები და მთელი ამბები, ამ ისედაც ჩამოქცეულ ქვეყანაში.

5. სიცხის გაზომვა ფორმალურად. გუშინ ვიკითხე თავაზიანად:

- რამდენი მაქვს სიცხე?

- აჰ ეს არ მუშაობს...

ხანაც 30 და 15 გრადუსი მაქვს, მოვკვდი ანუ, რავიცი :)

თქვენ რას ფიქრობთ?"- წერს შეროზია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა