ლევან რატიანი საზოგადოებას მიმართავს: ექიმებიც ადამიანები ვართ … დადგება დრო, ჩვენც გამოვიფიტებით
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანი საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„8 თვე გავიდა და არ არსებობს სამკურნალო საშუალება, რომელიც ამ ვირუსზე მოქმედებს, არც პროფილაქტიკური, არც პათოგენეზური, ერთადერთი, რაც გვაქვს ეს არის სიმპტომური მკურნალობა, მაგრამ რაც სამყაროს გამოცდილებამ გვაჩვენა არის ის, რომ თუ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, იმ ელემენტარულ ღონისძიებებს, რაც ამ დაავადების ჯაჭვის წყვეტა მოითხოვს, ეს პრობლემა გადაიჭრება.
თუ ისევე გავაგრძელებთ, როგორც დღემდე ვიქცევით, ამას არათუ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, წარმატებული ჯანდაცვის სისტემებიც განიცდის ასეთ შემთხვევაში რღვევას, ამიტომ ყველას ვალდებულებაა, დავიცვათ რეკომენდაციები.
ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, დადგება დრო ჩვენც გამოვიფიტებით. დამერწმუნებაყველა, რომ თითოეული ჩვენგანი ჯარისკაცი ვართ, თითოეული სიცოცხლის გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ თუ მასიურად არ დაიცვა ჩვენმა მოსახლეობამ ის ელემენტარული ჰიგიენური ნორმები, თავშეყრის ადგილების აკრძალვა და ა.შ, საქართველოს ჯანდაცვა სამწუხაროდ ამას ვერ გაუძლებს,
დიდი თხოვნა იქნება, დავიცვათ ელემენტარული ნორმები და იმედია, რომ გარკვეულ პერიოდში ეს გამოიწვევს ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას, რაც პირდაპირ პროპორციულ კავშირშია დაავადებულთა რაოდენობასთან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
წყარო:newposts.ge