კორონავირუსისგან 3 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა - 6 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 3 560 პაციენტმა დაამარცხა და მათი საერთო რაოდენობა 37 019-ს შეადგენს.
გარდაიცვალა 22 პაციენტი. გარდაცვლილთა რაოდენობა 423-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 51 993 შემთხვევაა დადასტურებული.