268 კოვიდინფიცირებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის 14 525 აქტიური შემთხვევიდან 619 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 268 პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
უწყების ცნობით 4 618 პაციენტი საავადმყოფოში, 2 438 ადამიანი კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 7 469 პირი ბინაზე მკურნალობს.
"ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525. 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 279, აჭარაში - 734. მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში - 336, აჭარაში - 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი - მათ შორის, თბილისში - 124, აჭარაში - 79. 2 438 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 - აჭარაში, ხოლო 841 - თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე",- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.