თეგებით ძიება

ასეთი დაშინებები არის მხოლოდ ამაო მცდელობა ხელისუფლების მხრიდან - კაპანაძე კობახიძეზე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირაკლი კობახიძის გამოკითხვაზე მისვლას ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, ასეთი დაშინებები, რომ ოპოზიციას დაიჭერენ ან მათ დაფინანსებას შეუწყვეტენ, არის ამაო მცდელობა ხელისუფლების მხრიდან.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ როგორც ევროპული საქართველო, ისე სხვა ოპოზიცური პარტიები ბოლომდე დაიცავენ იმ ხმებს, რომლებიც მოიპარა ივანიშვილმა და რის შედეგადაც დაიწერა გამარჯვება.

"რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი, კობახიძე და ეს ადამიანები, რომ შეაშინონ ეხლა ოპოზიცია, ესაუბრონ იმაზე, რომ შეუწყვეტენ დაფინანსებას, ესაუბრონ იმაზე, რომ რაღაც ჩვენება მისცეს სუს-ში, რომ ოპოზიცია ცდილობს რაღაც გადატრიალებას და რევოლუციას, ეს ყველაფერი არის ამაო მცდელობა მათი მხრიდან.

ჩვენ ეხლა გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ის ხმები, რომლებიც წაართვა ქართველ ერს ივანიშვილმა, რის შედეგადაც დაიწერა გამარჯვება და რომელიც არ მიუღია, დავიცვათ აუცილებლად და ამას გავაკეთებთ ყველა შემთხვევაში.

ევროპული საქართველო იქნება ერთ-ერთი იმ პარტიათაგანი, რომელიც ბოლომდე დაიცავს თავისი ამომრჩევლის ხმას და ვერანაირი ასეთი მუქარა, რომ დაგვიჭერენ ან დაფინანსებას შეგვიწყვეტენ ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს გავლენას" - განაცხადა კაპანაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა