თეგებით ძიება
23. 12. 2024 მსოფლიო

ენერგეტიკული კრიზისის გამო, ირანის ხელისუფლებამ სკოლების, უნივერსიტეტებისა და სამთავრობო ოფისების ნაწილი დახურა

ირანის ჩრდილოეთ რეგიონებში ბოლო დღეებში ტემპერატურის მკვეთრ, მინუს -20°C-მდე დაცემას მოჰყვა შეფერხება საწვავი აირის მიწოდებაში. ხელისუფლება იძულებული გახდა დაეხურა სახელმწიფო ოფისები და სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადაეყვანა.

ოფიციალური პირები საუბრობენ ეროვნულ ქსელში გაზის წნევის ვარდნის შესახებ, რაც ასახავს ენერგოსისტემის მყიფე მდგომარეობას. საწვავის უქონლობის გამო 13 ელექტროსადგური გამოირთო. კრიზისის მართვის მცდელობისას, ოფიციალურმა პირებმა მოქალაქეებს ენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდეს კამპანიების საშუალებით, როგორიცაა „ორი გრადუსით ნაკლები”, და მოუწოდებენ ოჯახებს, შეამცირონ გათბობა.

ინიციატივას ფართო კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების ნაწილის მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს არის არაადეკვატური პასუხი ინფრასტრუქტურის სისტემურ ჩავარდნაზე. ოფიციალური პირები შეფერხებებს ცივ ამინდს აბრალებენ და არ საუბრობენ ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პრობლემებზე.

გასულ კვირაში, თეირანსა და ბევრ სხვა პროვინციაში სკოლები და სამთავრობო ოფისები გამოცხადდა სრულად ან ნაწილობრივ დახურულად ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა თოვლი, ნალექი, ტემპერატურის ვარდნა, ენერგიის მართვა, ჰაერის დაბინძურება და მტვრის ქარიშხალი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა